ტურის საუკეთესო ფეხბურთელი - მიქაუტაძეს კარგი თამაში დაუფასდა
Aa
Aa

ტურის საუკეთესო ფეხბურთელი - მიქაუტაძეს კარგი თამაში დაუფასდა

ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-10 ტურში „სერენმა“ „ვარეგემს“ უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. ეს მატჩი ქართველი გულშემატკივრებისთვის მეტად სასიამოვნო გამოდგა, რადგან „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

გიორგის კარგი თამაში, რა თქმა უნდა, ბელგიაში არ გამოეპარათ და ქართველი თავდამსხმელი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

რას წერს გამოცემა Proximus?

„ერთი, ორი, სამი.. „სერენის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გასულ უიქენდზე „ვარეგემს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა. ქართველი ფეხბურთელი „მეცში“ დაბრუნდა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე კვლავ „სერენს“ შეუერთდა. „მეცის“ საკუთრებაში მყოფი გიორგი კვლავ უმაღლეს დონეზე გამოიყურება და თანაგუნდელებზე ერთი თავით მაღლა დგას. ის შესანიშნავად იყენებს სივრცეებს და მეკარეებს შანსს არ უტოვებს.“

შეგახსენებთ, რომ ქართველ თავდამსხმელს ჟუპილერ ლიგაში 4 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-16 ადგილზე იმყოფება. „სერენი“ კი 10 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-13 პოზიციაზე მოგვევლინა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები