დვალიშვილი VS მორაესი რჩეულთა შორის - MmaJunkie-იმ სექტემბრის საუკეთესო ჩხუბი დაასახელა
Aa
Aa

დვალიშვილი VS მორაესი რჩეულთა შორის - MmaJunkie-იმ სექტემბრის საუკეთესო ჩხუბი დაასახელა

MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვებგვერდმა, MmaJunkie-იმ სექტემბრის თვის საუკეთესო ბრძოლა გამოავლინა. გამოცემამ ნომინანტთა შორის 5 ჩხუბი დაასახელა და მერაბ დვალიშვილისა და მარლონ მორაესის დაპირისპირება ერთ-ერთი მათგანი გახლავთ.

„მერაბ დვალიშვილი მარცხთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცა და ბრწყინვალე სტილში შესრულებული „ქამბექით“ UFC-ის სატიტულო ბრძოლის ყოფილი მონაწილე, მარლონ მორაესი დააფინიშა.

პირველი რაუნდის საწყის წუთებში, დვალიშვილი კინაღამ ნოკაუტში აღმოჩნდა, თუმცა რაუნდის მიწურულს და მეორე რაუნდში ბრძოლის სცენარი სასწაულებრივად შეცვალა. მან კონდიციები აღიდგინა, მორაესი პარტერში გადაიყვანა და იქამდე სცემა, სანამ მსაჯმა ლმობიერება არ გამოიჩინა და ბრძოლა არ შეაჩერა“, წერს MmaJunkie.

ცნობისთვის, მორაესისა და დვალიშვილის ჩხუბის გარდა, ნომინანტთა შორის ნეიტ მანესისა და ტონი გრეივლის ჯახს, რეი იუნ ოკისა და კრისტიან ლის ბრძოლას, რობი ლოულერისა და ნიკ დიასის დაპირისპირებასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ბრაიან ორტეგას ჩხუბს ვხედავთ. ალბათ, გამარჯვებული გამოცნობა არ გაგიჭირდებათ. MmaJunkie-იმ სექტემბრის თვის საუკეთესო ბრძოლად ვოლკანოვსკისა და ორტეგას შეხვედრა დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები