''ყველასთვის ღია და მრავალფეროვანი'' - UEFA-მ ევრო 2024-ის ლოგო წარადგინა
Aa
Aa

''ყველასთვის ღია და მრავალფეროვანი'' - UEFA-მ ევრო 2024-ის ლოგო წარადგინა

UEFA-მ ევრო 2024-ის ლოგო წარადგინა, რომელიც ექვს ფერშია გაწყობილი და ევროპის 55 ქვეყნის დროშისთვის საერთოა.

''ლოგო ხელს უწყობს ევროპის ჩემპიონატის იდეას, რომელიც ყველასთვის ღია და მრავალფეროვანია. ფეხბურთი ის სფეროა, სადაც ყველამ თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში''.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება. მას გერმანიის შემდეგი ათი ქალაქი უმასპინძლებს: ბერლინი, კიოლნი, დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, ჰამბურგი, ლაიფციგი, მიუნხენი და შტუტგარტი.

გერმანია ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. პირველად ეს 1988 წელს მოხდა, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მსოფლიოს ორი ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა (1974, 2006).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები