მბაპეს დედა:
Aa
Aa

მბაპეს დედა: "ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება მიდის"

ბოლო პერიოდში კილიან მბაპეს და მადრიდის „რეალის“ საგა ყველაზე აქტუალური თემაა. სხვადასხვა გამოცემები სხვადასხვა ინფორმაციებს ავრცელებენ. დღეს კი ESPN-მა ახალი ამბავი გვამცნო.

ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის დედა ფაიზა ლამარი ამბობს, რომ მისი შვილი „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბრობს და შესაძლოა მან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.

რა თქვა მბაპეს დედამ?

„პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით აქტიურ კომუნიკაციას ვამყარებთ. გუშინ ღამით ლეონარდოს ვესაუბრე. გაირკვა თუ არა სიტუაცია? მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი. კლუბი ჩემს შვილს იქამდე მისცემს ყველაფერს, სანამ ჩემპიონთა ლიგას არ მოიგებს.

კილიანს ბედნიერებას სჭირდება. თუ ის მოიწყენს, თავისუფლად შეძლებს პსჟ-ს დატოვებას, მაგრამ ის აქ ბედნიერია და ეს არაერთხელ უთქვამს. მბაპეს გარშემო ნებისმიერ დღეს შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.“

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდულმა გრანდმა „პარი სენ ჟერმენს“ კილიანთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა. „რეალი“ ფრანგის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს იხდიდა, რაზეც ფრანგები არ დათანხმდნენ. მოგვიანებით შეთავაზება 220 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა პარიზში კვლავ უარზე იყვნენ და საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა. თავად ფეხბურთელი კი სხვადასხვა ინტერვიუებში პარიზიდან აბარგების სურვილს ღიად გამოთქვამდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები