რეკორდი 17 წლის ასაკში - გავიმ ესპანეთის ნაკრებში ახალი ისტორია დაწერა
Aa
Aa

რეკორდი 17 წლის ასაკში - გავიმ ესპანეთის ნაკრებში ახალი ისტორია დაწერა

ერთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს იტალია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. „ფურია როხას“ სასტარტო შემადგენლობაში „ბარსელონას“ ფეხბურთელი გავი მოგვევლინა, რაც ესპანეთის ნაკრების ისტორიაში რეკორდია.

გავი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც „ფურიას“ როხას ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ბარსას ნახევარმცველმა ეს შედეგი 17 წლის და 62 დღის ასაკში მოახერხა.

ძირითადი შემადგენლობები:

ესპანეთი - უნაი სიმონი, ლაპორტი, ტორესი, ალონსო, გავი, ბუსკეტსი, კოკე, სარაბია, ოიარსაბალი, ფერან ტორესი

იტალია - დონარუმა, ემერსონი, ბასტონი, ბონუჩი, დი ლორენცო, ჟორჟინიო, ბარელა, ვერატი, ბერნარდესკი, ინსინე, კიეზა

გავი „ბარსელონაში“

გავი 2015 წლიდან კატალონიური გრანდის აკადემიაში იზრდება. აღსანიშნავია, რომ მას „ბარსელონას“ მეორე გუნდში მხოლოდ 3 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონში დაწინაურდა და უკვე 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები