ძალოსნობა | მსოფლიო ჩემპიონატიზე ნიკოლოზ ესართიამ 1 ბრინჯაო  და 2 ვერცხლი მოიპოვა
Aa
Aa

ძალოსნობა | მსოფლიო ჩემპიონატიზე ნიკოლოზ ესართიამ 1 ბრინჯაო და 2 ვერცხლი მოიპოვა

საუდის არაბეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ანგარიშზე მორიგი მედლებია.

74-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ნიკოლოზ ესართიამ, ატაცში 124/128 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.  ძალოსანმა აკვრაში თავი 154/159 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასეთივე შედეგი აქვს ორჭიდის ჯამში მოგროვილი 287 კილოგრამითაც.

10 ოქტომბერს, გურამ ვეკუა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატს 18:00 საათიდან შეუერთდება, ხოლო ნათია გადელია  11 ოქტომბერს, 15:00 საათიდან.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები