კორონავირუსი - რაბიო ინფიცირებულია და ფინალს გამოტოვებს
Aa
Aa

კორონავირუსი - რაბიო ინფიცირებულია და ფინალს გამოტოვებს

ერთა ლიგის ფინალში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდება. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, „მამლებს“ ედრიენ რაბიო დააკლდება. ამის მიზეზი კი კორონავირუსია. უეფა-ს პროტოკოლის მიხედვით, ყოველი მატჩის წინ, ფეხბურთელები Covid-19-ის ტესტს იტარებენ. გამონაკლისი არც ახლა მომხდარა და 26 წლის ნახევარმცველს დადებითი პასუხი მოუვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რაბიოს ყველაზე აქტიური შეხება მენიოსთან და ტეო ერნანდესთან ჰქონდა. „მილანის“ ფეხბურთელებმა ტესტი ჩაიტარეს და საბედნიეროდ მათი პასუხი უარყოფითი იყო.

უეფა-ს ახალი რეგულაციების თანახმად, ერთა ლიგაზე მწვრთნელებს განაცხადის განახლების საშუალება არ აქვთ. შესაბამისად, დიდიე დეშამი რაბიოს ვერ ჩაანაცვლებს და „მამლებს“ ფინალისთვის მზადება ერთით ნაკლები ფეხბურთელით მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის დაპირისპირება 10 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება. ცნობისთვის, „ფურია როხამ“ ნახევარფინალში იტალია 2:1 დაამარცხა, ხოლო საფრანგეთმა ბელგიას დრამატულ ბრძოლაში 3:2 მოუგო.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები