Aa
Aa

"ეს უნდა დაისაჯოს" - ლეონარდო რეალის მბაპესადმი მიდგომას აკრიტიკებს

კილიან მბაპეს და მადრიდის „რეალის“ საკითხი დაუსრულებელია. მხარეები გამუდმებით სხვადასხვა ვერსიას აფიქსირებენ. ამ ყველაფრის გამო „ბლანკოსისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ ურთიერთობა იძაბება. ფრანგული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ, მწვავე განცხადება გააკეთა, რომელიც ფაბრიციო რომანომ გააჟღერა.

რა თქვა ლეონარდომ?

„მადრიდში ამას უარყოფენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი დიდი ხანია კილიანის უსასყიდლოდ გადაბირებას ცდილობენ. ბოლო 2 წლის განმავლობაში მადრიდელები მბაპეზე საჯაროდ საუბრობენ. ეს უნდა დაისაჯოს!“

მბაპეს დედის განცხადება

„პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით აქტიურ კომუნიკაციას ვამყარებთ. გუშინ ღამით ლეონარდოს ვესაუბრე. გაირკვა თუ არა სიტუაცია? მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი. კლუბი ჩემს შვილს იქამდე მისცემს ყველაფერს, სანამ ჩემპიონთა ლიგას არ მოიგებს. კილიანს ბედნიერებას სჭირდება. თუ ის მოიწყენს, თავისუფლად შეძლებს პსჟ-ს დატოვებას, მაგრამ ის აქ ბედნიერია და ეს არაერთხელ უთქვამს. მბაპეს გარშემო ნებისმიერ დღეს შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.“

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდულმა გრანდმა „პარი სენ ჟერმენს“ კილიანთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა. „რეალი“ ფრანგის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს იხდიდა, რაზეც ფრანგები არ დათანხმდნენ. მოგვიანებით შეთავაზება 220 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა პარიზში კვლავ უარზე იყვნენ და საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა. თავად ფეხბურთელი კი სხვადასხვა ინტერვიუებში პარიზიდან აბარგების სურვილს ღიად გამოთქვამდა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები