ერთა ლიგა - იტალიამ ბელგია დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა
Aa
Aa

ერთა ლიგა - იტალიამ ბელგია დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა

იტალიის ნაკრები ერთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის ბელგიას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორივე ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა.

იტალია - დონარუმა, ემერსონი, ბასტონი, აჩერბი, ბარელა, დი ლორენცო, ლოკატელი, პელეგრინი, რასპადორი ბერარდი

ბელგია - კურტუა, დენაიერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, ვიტსელი, ტილემანსი, კასტანი, საელემაეკერსი, ვანაკენი, კარასკო, ბაჩუაი

პირველი ტაიმი ფრე 0:0 დასრულდა, თუმცა უფრო მეტად იტალიელები აქტიურობდნენ. სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა და მანჩინის შეგირდები ზეწოლას აძლიერებდნენ. მეორე ნახევრის 46-ე წუთზე ბარელამ გაიტანა და იტალია დააწინაურა.

 რობერტო მარტინესის შეგირდები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. 65-ე წუთზე ბელგიელთა კართან პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად ბერარდიმ აქცია. 86-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულა ჩარლზ დე კეტელაერმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და იტალიამ მაინც გაიმარჯვა.

ხსენებულ დაპირისპირებაში დონარუმამ ახალი რეკორდი დაამყარა. ჯიჯო 1965 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა. ეს რეკორდი ჯანი რივერას ეკუთვნოდა. ცნობისთვის, პსჟ-ს კარის დარაჯის კაპიტნობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბელგიასთან ბონუჩი და კიელინი არ ითამაშებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში იტალია მილანში ესპანეთთან 1:2 დამარცხდა. რაც შეეხება ბელგიას, „წითელი ეშმაკები“ უშეღავათო ბრძოლაში საფრანგეთთან 2:3 დამარცხდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები