ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე შენგელია დასახელდა
Aa
Aa

ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე შენგელია დასახელდა

ცსკა-ს ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-2 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

„არმიელები“ მეორე ტურის შეხვედრაში ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს, „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, 100-96 იმარჯვეს.

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ს წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 32:29 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო. თოკომ 23 ქულა (პირადი რეკორდი ევროლიგაში), 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. შენგელიამ 5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა 29-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და თოკო შეხვედრის MVP გახდა.

თოკომ სეზონი ჩინებულად დაიწყო და გასულ წელთან შედარებით გუნდთან აშკარად უკეთ არის შეთამაშებული, რაც მის შედეგიანობაზეც აისახა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები