Aa
Aa

"რასპადორის დიდი მომავალი აქვს" - მანჩინი ბელგიასთან მატჩის შემდეგ

ერთა ლიგაზე დღეს მესამე ადგილის მფლობელი ირკვეოდა. იტალია ბელგიას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „სკუადრა აძურას“ თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა მანჩინიმ?

„ორი კარგად შეხვედრა ჩავატარეთ. ბელგიასთან მატჩში რამდენიმე ცვლილება განვახორციელე, თუმცა გუნდმა მაინც კარგად ითამაშა. როდესაც არ გყავს ჟორჟინიო, აუცილებლად ალტერნატივა უნდა მოძებნო. სენსი დღეს არ გვყავდა, ხოლო კრისტანტე ამ პოზიციაზე ვცადე. დღეს ლოკატელის ვენდე და ჩემი გაცემული ნდობა მთლიანად გაამართლა. მანუელი მრავალფეროვანი მოთამაშეა და ჩემი დავალება ბრწყინვალედ შეასრულა.

იმობილეს და ბელოტის კოლოსალური გამოცდილება აქვთ. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ და შესანიშნავად უგებენ. შეტევაში რაიმე ახალი ძალა მჭირდებოდა და რასპადორი ვათამაშე. მას უდიდესი მომავალი აქვს. წინ რთული მატჩები გველოდება და ამისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. საჭიროა მაქსიმალური მობილიზაცია და ბოლომდე ბრძოლა.“

მანჩინის რეკორდი ბელგიასთან მატჩის შემდეგ

ბელგიის დამარცხების შემდეგ,  რობერტო, იტალიის ნაკრების ისტორიაში გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ყველაზე სწრაფად მიაღწია 30 გამარჯვებას. 56 წლის სპეციალისტს ამისთვის 44 შეხვედრა დასჭირდა. ასეთი შედეგი სხვა არცერთ მწვრთნელს არ ჰქონია.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები