ავსტრიის გრან პრი: ქართულმა წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

ავსტრიის გრან პრი: ქართულმა წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ავსტრიის ქალაქ ლინცში იუნიორთა შორის ფიგურულ ციგურაობაში გრან პრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართულმა წყვილმაც მიიღო. კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა დუეტმა წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა.

8 ქვეყნის 13 სპორტულ წყვილს შორის ქართველებმა ორი პროგრამის შედეგით 179.27 ჯამური ქულა მოაგროვეს და სეზონში საუკეთესო შედეგი (პირადი) დააფიქსირეს, რის შედეგადაც ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ჯამში სულ 4 ეტაპი გაიმართა, სადაც 24  სპორტული  წყვილი იღებდა მონაწილეობას და მათ  შორის მხოლოდ ექვსმა  წყვილმა შეძლო საპრიზო ადგილები მოპოვა, კარინა  საფინა და ლუკა ბერულავა კი სლოვაკეთისა და ავსტრიის ეტაპებზე  მოპოვებული მე-2 და მე-3 ადგილებითა და საერთო რეიტინგული 347,54 ქულით წამყვან პოზიციაზე აღმოჩნდნენ და მსოფლიო რეიტინგული სიის  შუალედური ლიდერები გახდნენ.

ცოტა  ხნის წინ, ობერსდორფის ბრინჯაოს მედლებისა და ოლიმპიადის ლიცენზიის  მოპოვების შემდეგ, ქართველი მოციგურავეებისათვის ეს მორიგი წარმატებული შედეგი იყო.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები