ერთა ლიგის ფინალი - საფრანგეთმა ესპანეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
Aa
Aa

ერთა ლიგის ფინალი - საფრანგეთმა ესპანეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

დასრულდა ერთა ლიგის ფინალი ესპანეთსა და საფრანგეთს შორის. უმძიმეს და დრამატულ ბრძოლაში „მამლებმა“ 2:1 გაიმარჯვეს და მორიგ ტიტულს დაეუფლნენ.

პირველ ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი იყო და ბევრი მომენტი არ იქმნებოდა. ზუსტად იგივე სცენარი მიმდინარეობდა მატჩი 64-ე წუთამდე. ხსენებულ დროს, ტეო ერნანდესმა „ფურია როხას“ კარის ძელს მოარტყა ბურთი. შემდეგ ესპანეთი დაიძრა და მიკელ ოიარსაბალმა ანგარიში გახსნა.

დეშამის შეგირდები უმალ გამოფხიზლდნენ და ზუსტად 2 წუთში კარიმ ბენზემამ საოცარი სილამაზის გოლით წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ საფრანგეთი უპირატესობას დაეუფლა, თუმცა ესპანეთი ყრუ დაცვაში არ ჩაჯდა. შეხვედრის მე-80 წუთზე კილიან მბაპემ საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა, თუმცა გოლი საკმაოდ საკამათო სიტუაციაში გავიდა.

დინამიკაში ისე ჩანდა, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ვიდეო რეფერიმ გადაამოწმა და გოლი ჩათვალა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხაზგასმული სურათი გულშემატკივრებმა ვერ იხილეს და ხსენებული მომენტი ახლაც საკამათოა.

ფრანგების გოლის შემდეგ ინიციატივა ესპანეთმა აიღო. ენრიკეს შეგირდებმა შტურმი მოაწყვეს, მაგრამ მათ გოლის გატანის საშუალებას ლორისი არ აძლევდა, რომელმაც ორი ურთულესი ბურთი მოიგერია. საბოლოოდ 2:1 და საფრანგეთი ერთა ლიგის გამარჯვებულია.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები