Transfermarkt: ლობჟანიძის ფასი კოლოსალურად გაიზარდა
საქართველოს ნაკრების და თურქული „ჰატაისპორის“ ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ საბა „ჯვაროსნების“ რიგებში არ ბრწყინავს, საპირისპიროა თურქეთში.
ცნობილი გამოცემა Transfermarkt მუდმივად ანახლებს ფეხბურთელების ფასებს და გამონაკლისი არც დღევანდელი შემთხვევა გახლავთ. ლობჟანიძის სატრანსფერო ღირებულება დღევანდელ დღემდე 1 500 000 ევრო იყო.
დღეს კი ვიგებთ, რომ 27 წლის გარემარბის ღირებულება 3 400 000 მილიონი ევროა და ის ამ შედეგით ქართველ ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილზე გადავიდა. საბაზე წინ მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც 18 მილიონი ევრო ღირს.
ტოპ 10 ქართველი ფეხბურთელი სატრანსფერო ღირებულების მიხედვით
ხვიჩა კვარაცხელია - 18 000 000
საბა ლობჟანიძე - 3 400 000
დავით ხოჭოლავა - 3 000 000
ოთარ კიტეიშვილი - 3 000 000
გიორგი ჩაკვეტაძე - 2 700 000
საბა კვერკველია - 2 500 000
ჯიმი ტაბიძე - 2 500 000
ზურიკო დავითაშვილი - 2 500 000
ლევან შენგელია - 2 000 000
გიორგი მიქაუტაძე - 1 800 000
ლობჟანიძე მიმდინარე სეზონში
ქართველი ფეხბურთელი „ჰატაისპორში“ მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. საბამ დღემდე 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯამში კი ლობჟანიძემ 7 გოლში მიიღო მონაწილეობა.
გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი