„ყველა მატჩი ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ
Aa
Aa

„ყველა მატჩი ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ" - კაშიასა და დავითაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, გურამ კაშიამ და ზურიკო დავითაშვილმა კოსოვოსთან გამართული მატჩი შეაფასეს.

გურამ კაშია: „ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ, ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო. სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი. შესაძლოა თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ. საერთო ჯამში ეს შედეგი დავიმსახურეთ, დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ.“

ზურიკო დავითაშვილი: „გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი გვქონდა, როდესაც სამი ქულის მოპოვება ძალიან გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან გახარებული ვართ და იმედი გვაქვს ასე გავაგრძელებთ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი სტუმრად პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა. ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. საბოლოოდ, ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა.

მომზადებულია Nakrebi.ge-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები