„შეუძლია ერთი ქმედებით მატჩი მოიგოს
Aa
Aa

„შეუძლია ერთი ქმედებით მატჩი მოიგოს" - პასტორემ მესიზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავიერ პასტორემ ლიონელ მესიზე ისაუბრა. 32 წლის არგენტინელმა თანამემამულე შეაქო და განაცხადა, რომ „ლა პულგას“ მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლია.

„არსებობენ ფეხბურთელები, რომლებისგანაც რაღაცის სწავლა მათი თამაშის ყურებითაც შეგიძლია. ასეთი ფეხბურთელები ბევრნი ნამდვილად არ არიან, მესი კი გამორჩეულია. მას შეუძლია, ერთი ქმედებით მატჩი მოიგოს. მანჩესტერ სიტისთან გამართულ შეხვედრაში ეს კარგად გამოჩნდა. გოლის მომენტში მესი აჩქარდა, პასი მიიღო და დაარტყა, ეს ყველაფერი კი ისე გააკეთა, თითქოს ძალიან მარტივი ყოფილიყო.

მესის მატჩის ბედის დამოუკიდებლად გადაწყვეტა 34 წლის ასაკშიც შეუძლია და ამას თითოეული ჩვენგანი ხედავს. მახსოვს, არგენტინის ნაკრებში ყოფნისას ლეოს სავარჯიშო დარბაზში ვხედავდი. იცოდი, რომ შენს გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობდა და შემდეგ ხედავდი, რომ იგი სავარჯიშო დარბაზში გუნდური ვარჯიშის დაწყებამდე 2 საათით ადრე მოდიოდა. როცა ასეთ რამეს ხედავ, ხვდები, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ან ჩვენ, რიგითმა მოთამაშეებმა ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა მის დონეს მივუახლოვდეთ“.

შეგახსენებთ, რომ პასტორეს სხვადასხვა დროს „რომაში“, „პალერმოსა“ და „ტალიარესში“ უთამაშია, ამჟამად კი „ელჩეს“ ღირსებას იცავს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები