აგუერო დაბრუნდა - არგენტინელმა ამხანაგურ მატჩში ითამაშა და გოლიც გაიტანა
Aa
Aa

აგუერო დაბრუნდა - არგენტინელმა ამხანაგურ მატჩში ითამაშა და გოლიც გაიტანა

კატალონიის „ბარსელონას“ სერხიო აგუერო დაუბრუნდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა და ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ბლაუგრანამ“ დახურულ კარს მიღმა გამართა.

„ბარსა“ ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონში მოასპარეზე „კორნელიას“ დაუპირისპირდა და აგუერომ მოედანზე 30 წუთი გაატარა. 33 წლის ფეხბურთელისთვის დაბრუნება წარმატებული აღმოჩნდა და მან გოლი გაიტანა.

კატალონიური გამოცემის, Sport-ის მიხედვით, თუ არგენტინელი ფორვარდი ახალ პრობლემებს არ შეეჩეხა, დიდია შანსი, რომ „ბარსას“ მაისური ოფიციალურ შეხვედრაში პირველად, ამ უქმეებზე მოირგოს. კვირას, „ბლაუგრანა“ „კამპ ნოუზე“ „ვალენსიას“ შეერკინება და შესაძლოა, აგუეროს დებიუტი სწორედ „ღამურებთან" შედგეს.

ცნობისთვის, აგუეროს გარდა, დაბრუნებასთან უსმან დემბელეც ახლოსაა. ამ უკანასკნელმა ვარჯიში განაახლა და მოსალოდნელია, რომ „ვალენსიას“ წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა „კორნელიასთან“ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ შემდეგ „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის და კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდება, 24 ოქტომბერს, კი მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს და „ელ კლასიკოში“ „რეალს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები