ვერნერი, ზულე და კოუტინიო - ნიუკასლს დიდი გეგმები აქვს
Aa
Aa

ვერნერი, ზულე და კოუტინიო - ნიუკასლს დიდი გეგმები აქვს

„ნიუკასლმა“, რომელსაც ახალი მფლობელი ჰყავს, შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყო. „კაჭკაჭებს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ფეხბურთელების დამატება სურთ და უცხოურ პრესაში მათ რამდენიმე ვარსკვლავს უკავშირებენ.

Bild-ის ინფორმაციით, „ნიუკასლს“ „ბარსელონას“ შემტევის, ფილიპე კოუტინიოს გადაბირება უნდა. ბრიტანული კლუბის ხელმძღვანელებს ბრაზილიელის მიმართ კონკრეტული ინტერესი აქვთ და შესაძლო გარიგებას უმაღლეს დონეზე განიხილავენ. იმავე Bild-ის ცნობით, „ნიუკასლი“ ნიკლას ზულეს გაფორმებასაც გეგმავს. ეს უკანასკნელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და „კაჭკაჭებს“ მისი უსასყიდლოდ გადაბირება სურთ.

ზემოთ ხსენებული დუეტის გარდა, „ნიუკასლს“ „ჩელსის“ თავდამსხმელი, ტიმო ვერნერიც დაუკავშირეს. გერმანელი ფეხბურთელის აგენტი „კაჭკაჭების“ მცველის, ფაბიან შერის წარმომადგენელია და ეს „შავ-თეთრების“ შანსებს ზრდის, თანაც „არისტოკრატებმა“ რომელუ ლუკაკუ შეიძინეს და ვერნერს დიდი სათამაშო დრო აღარ ეძლევა.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლის“ სანაცვლოდ 305 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და კლუბი PIF, PCP Capital Partners და RB Sports & Media-ის კონსორციუმმა შეიძინა. ზემოთ ხსენებული კონსორციუმი „ნიუკასლის“ შეძენას 2020 წლის ზაფხულშიც აპირებდა, მაგრამ მაშინ ვერ წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი კლუბის მართვაში არ ჩაერთვებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები