თანამდებობა დატოვა - შალანდესი კოსოვოს მწვრთნელი აღარ არის
Aa
Aa

თანამდებობა დატოვა - შალანდესი კოსოვოს მწვრთნელი აღარ არის

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურში  საქართველო კოსოვოს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. „ჯვაროსნების“ მხრიდან თავი ოქრიაშვილმა და დავითაშვილმა გამოიჩინეს. მასპინძელთა ნაკრებიდან კი ერთი გოლი მურიქიმ გაიტანა.

კოსოვოს პრესამ საკუთარი ნაკრები მწვავედ გააკრიტიკა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კოსოვოს მთავარი მწვრთნელი ბერნარდ შალანდესი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. შვეიცარიელი სპეციალისტი კოსოვოს ნაკრების ისტორიაში შევიდა.

70 წლის მწვრთნელმა საქართველოს გუშინდელ მოწინააღმდეგეს ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირებინა. 37 მატჩი, 16 მოგება, 8 ფრე, 13 წაგება - ასეთია შალანდესის მონაგარი.

ცნობისთვის, ბერნარდ შალანდესი არავის გაუთავისუფლებია. გადაწყვეტილება შვეიცარიელმა თავკაცმა კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმების შედეგად მიიღო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბერნარდის შემცვლელად ფელიქს მაგათი მოიაზრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები