მორიგი პრობლემა მილანში - ტეო ერნანდესს კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

მორიგი პრობლემა მილანში - ტეო ერნანდესს კორონავირუსი დაუდგინდა

სანაკრებო ბატალიები დასრულდა და ფეხბურთელები კლუბებში გაემგზავრნენ. როგორც წესი, ქვეყანაში შესვლის წინ ყველა ფეხბურთელი კორონავირუსზე ტესტს იტარებს. გაირკვა, რომ კოვიდ ინფექცია „მილანისა“ და საფრანგეთის ნაკრების მარცხენა მცველს ტეო ერნანდესს დაუდგინდა.

24 წლის უკანახაზელს კონტაქტი ჰქონდა ედრიან რაბიოსაც, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა Covid-19. „როსონერის“ ოფიციალურ ვებ-საიტზე ვკითხულობთ, რომ ტეო თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აღენიშნება. ფრანგი ფეხბურთელი იზოლაციაში 10 დღეს გაატარებს, განმეორებით ტესტს ჩაიტარებს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ვარჯიშს განაახლებს.

ტეო „მილანში“

ტეო ერნანდესი „როსონერიში“ 2019 წლიდან ასპარეზობს. თავდაპირველად ფრანგი მარცხენა მცველი „მილანში“ იჯარის წესით გადავიდა, თუმცა შემდეგ იტალიურმა გრანდმა ის მადრიდის „რეალიდან“ გამოისყიდა.

2019 წლიდან დღემდე, ერნანდესმა „მილანის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 90-ჯერ მოირგო, 16 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები