რეალი პოგბას მიუბრუნდა - მადრიდელებს ფრანგი უფასოდ სურთ
Aa
Aa

რეალი პოგბას მიუბრუნდა - მადრიდელებს ფრანგი უფასოდ სურთ

უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრის დროს, პოლ პოგბა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს ძირითადად მადრიდის „რეალს“ უკავშირებდნენ, თუმცა საბოლოოდ პოლი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩა. „ბლანკოსი“ მთლიანად კილიან მბაპეზე იყო გადართული.

ესპანური გამოცემა AS წერს, რომ „სამეფო კლუბი“ კვლავ მიუბრუნდა პოგბას და მისი გადაბირებით დაინტერესდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგ ნახევარმცველს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება და „ბლანკოსი“ მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ პოლით „პარი სენ ჟერმენი“ და ტურინის „იუვენტუსიც“ ინტერესდებიან. „იუნაიტედში“ კი პოგბას უფასოდ გაშვება არ სურთ და შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მის გაყიდვაზე სერიოზულად დაფიქრდნენ, რადგან თავად ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

მადრიდის „რეალს“ უპირატესობას მინო რაიოლა ნათქვამი ანიჭებს. ფეხბურთელის აგენტმა თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ პოგბასთვის პრიორიტეტი მხოლოდ მადრიდის „რეალია“ და მისი კლიენტისთვის „სამეფო კლუბი“ ოცნების გუნდია.

პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“

28 წლის ნახევარმცველი ინგლისურ გრანდს 2016 წლის ზაფხულში 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ „იუვენტუსიდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში პოგბამ ყველა ტურნირზე ერთად „წითელი ეშმაკების“ მაისური 215-ჯერ მოირგო, 38 გოლი გაიტანა და 49 საგოლე გადაცემა შეასრულა

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები