Aa
Aa

"გუნდიდან უნდა წავიდეს, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა გაუჭირდება" - პოიეტი კავანიზე

მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდა, ედისონ კავანის სათამაშო წუთები მნიშვნელოვნად შემცირდა. რა თქმა უნდა, ურუგვაელი თავდამსხმელი დიდი ძალაა, მაგრამ რეალურად მას ოლე გუნარ სულშერი ვერ იყენებს.

ამასთან დაკავშირებით ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ისაუბრა და განაცხადა, რომ კავანი „მანჩესტერიდან“ უნდა წავიდეს.

რა თქვა პოიეტმა?

„ედისონს არ გაუმართლა, რადგან, რომ არა რონალდუ, ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი თავდამსხმელი იქნებოდა. კრიშტიანუს გადმოსვლამდე სწორედ ასე იყო. პორტუგალიელმა ყველაფერი შეცვალა.

ჩემი აზრით კავანიმ იანვარში გუნდი უნდა შეიცვალოს. მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ დიდებული თავდამსხმელია. მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატია და ედისონს სათამაშო წუთები სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ყატარში გამგზავრებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.“

კავანი „მანჩესტერ იუნაიტედში“

ვეტერანი თავდამსხმელი „წითელ ეშმაკებს“ 2020 წლის ზაფხულში „პარი სენ ჟერმენიდან“ შეუერთდა. დღემდე კავანიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორმა ყველა ტურნირზე ერთად 43-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები