თითქმის გაოთხმაგდა - Transfermarkt-მა მამარდაშვილის ფასი გაზარდა
საქართველოს ნაკრების და თურქული „ჰატაისპორის“ ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ საბა „ჯვაროსნების“ რიგებში არ ბრწყინავს, საპირისპიროა თურქეთში.
ცნობილი გამოცემა Transfermarkt მუდმივად ანახლებს ფეხბურთელების ფასებს და გამონაკლისი არც დღევანდელი შემთხვევა გახლავთ. გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება დღემდე 800 000 ევრო იყო.
ვიგებთ, რომ „ვალენსიას“ კარის დარაჯის ფასი თითქმის გაოთხმაგდა. ქართველი მეკარის ღირებულება დღეიდან 3 მილიონი ევროა და ამით მამარდაშვილი ღირებულების მიხედვით საუკეთესო 10 ქართველს შორის შევიდა და მესამე ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, 3 მილიონი ევრო ღირს ოთარ კიტეიშვილი და დავით ხოჭოლავა. სრული სია კი ასე გამოიყურება:
ხვიჩა კვარაცხელია - 18 000 000
საბა ლობჟანიძე - 3 400 000
გიორგი მამარდაშვილი - 3 000 000
დავით ხოჭოლავა - 3 000 000
ოთარ კიტეიშვილი - 3 000 000
გიორგი ჩაკვეტაძე - 2 700 000
საბა კვერკველია - 2 500 000
ჯიმი ტაბიძე - 2 500 000
ზურიკო დავითაშვილი - 2 500 000
ლევან შენგელია - 2 000 000
გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი