მამუკელაშვილი 2 ბითაძე 0 - ქართველი კალათბურთელების წარუმატებელი დღე
Aa
Aa

მამუკელაშვილი 2 ბითაძე 0 - ქართველი კალათბურთელების წარუმატებელი დღე

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედმა ჩემპიონმა, „მილუოკი ბაქსმა“ მე-4 წინასასეზონო შეხვედრა გამართა და “იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდა. ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა გასულ მატჩთან შედარებით სუსტად იასპარეზა. „მამუმ“ პარკეტზე 16:39 წუთი დაჰყო და ამ დოის განმავლობაში 2 ქულა, 7 მოხსნა და ერთი დაფარება შეასრულა.

აღნიშნული შეხვედრა კი „იუტას“ გამარჯვებით ანგარიშით 124:120 დასრულდა. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი „ბაქსის“ ფორვარდი კრის მიდლეტონი გახდა,რომელმაც გუნდს 25 ქულა მოუტანა. 

შეგახსენებთ წინასასეზონო მესამე მატჩში მამუკელაშვილმა „ოკლაჰომასთან“ პარკეტზე 20 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა. ქართველი კალათბურთელი პროდუქტიული იყო და 7 ქულა, 2 მოხსნა (ერთი მეტოქის ფარზე) და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მამუკელაშვილმა 4-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

დღესვე თავის შეხვედრა „ინდიანა პეისარსმაც“ „მემფის გრიზლისთან“ გამართა, აღნიშნული დაპირისპირება „ინდიანას“ გამარჯვებით 109:107 დასრულდა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობა „პეისარსის“ ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ მიიღო. გოგამ პარკეტზე 8:34 წუთი გაატარა და სამწუხაროდ გუნდს ქულებით და მოხსნებით ვერ დაეხმარა. გოგამ მატჩი ყველა გრაფაში ნული მაჩვენებლით დაასრულა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები