თუ ლევანდოვსკი წავა, ბაიერნი ჰოლანდის შეძენას ეცდება
Aa
Aa

თუ ლევანდოვსკი წავა, ბაიერნი ჰოლანდის შეძენას ეცდება

როგორც მოსალოდნელი იყო მიუნხენის „ბაიერნი“ ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ჩაერთო. „რეკორდმაისტერი“ ამ მომენტისთვის ნორვეგიელის მიმართ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მსგავსად პირდაპირ ინტერესს არ გამოხატავს, თუმცა დიდი შანსია, რომ მალე ასეც მოხდეს.

Bild-ის ცნობით, თუ ზაფხულში ლევანდოვსკი „ბაიერნს“ დატოვებს, კლუბი 21 წლის ნორვეგიელზე გადაერთვება და მის გაფორმებას შეეცდება.

როგორც ცნობილია, 2022 წლის ზაფხულიდან ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევრო იქნება, ასევე 30-40 მილიონი საკომისიო მისი აგენტის მინო რაიოლასთვის, პლუს დამატებითი საკომისიო ფეხბურთელის მამისთვის ალფ-ინგე ჰოლანდისთვის.

წყაროს ცნობით, თავად ჰოლანდს ახალ კლუბში გადასვლის შემთხვევაში, წლიურად ანაზღაურების სახით 30 მილიონი ევროს მიღება სურს.

როგორც ხედავთ, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა მისი სტატუსიდან გამომდინარე საკმაოდ დაბალია, თუმცა ამ ყველაფერს საკომისიოები აბალანსებს და ნებისმიერ შემთხვევაში ჰოლანდის შეძენა ყველა კლუბს საკმაოდ ძვირი დაუჯდება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები