მილიტაომ შესაძლოა ტრავმის გამო ელ კლასიკო გამოტოვოს
Aa
Aa

მილიტაომ შესაძლოა ტრავმის გამო ელ კლასიკო გამოტოვოს

კოლუმბიასთან მატჩში (0:0) ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ცენტრალურმა მცველმა ედერ მილიტაომ ტრავმა მიიღო და ანჩელოტის გუნდს უახლოეს შეხვედრებში შესაძლოა ვერ დაეხმაროს.

Marca-ს ცნობით, ბრაზილიელს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებს და 23 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა არა მხოლოდ 19 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩი (შახტართან) გამოტოვოს, არამედ 24 ოქტომბერს გუნდს „ელ კლასიკოშიც“ ვერ დაეხმაროს.

როგორც მოგეხსენებათ, სამხრეთ ამერიკაში სანაკრებო პაუზისას მყოფი ფეხბურთელები პანდემიისა და გამკაცრებული წესების გამო ევროპაში დროულად ვერ ბრუნდებიან, რისთვისაც ლა ლიგაში „რეალი“ – „ბილბაოს“ მატჩი გადაიდო.

მიმდინარე სეზონში მილიტაომ ლა ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა და შემადგენლობის უცვლელ წევრად ითვლება. ანჩელოტი მას დაცვის ლიდერად მოიაზრებს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები