საქართველოში ინტერის საფეხბურთო აკადემია გაიხსნება
Aa
Aa

საქართველოში ინტერის საფეხბურთო აკადემია გაიხსნება

საქართველოში ინტერის საფეხბურთო აკადემია გაიხსნება - ინფორმაცია ქუთაისის ტორპედოს ახალმა მფლობელმა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დირექტორმა, დავით კერესელიძემ დაადასტურა.

პარალელურად, ვიდეორგოლი გაჩნდა ინტერის სოციალურ ქსელშიც, სადაც გულშემატკივარი საქართველოს კადრებს ხედავს.

საინტერესოა, რომ კერესელიძემ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ რამდენიმე კვირის წინ დაანონსა, მაშინ ტორპედო აუქციონზე იყიდებოდა. კერესელიძის თქმით, თუ ის გახდებოდა ტორპედოს მფლობელი, ქუთაისს ინტერის აკადემია შეემატებოდა.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის განცხადება

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, გაზაფხულიდან საქართველოში ფუნქციონირებას დაიწყებს, მილანის ინტერის პირველი ბავშვთა საფეხბურთო აკადემია.

იტალიური მხარის საფეხბურთო შეხედულებები და პოლიტიკა, მსოფლიოს მასშტაბით, მიზნად ისახავს გეოგრაფიის ზრდას. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან შეთანხმებისა და თანამშრომლობის შედეგად, ახლა უკვე ინტერის რიგით მეოცე ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ბინას თბილისში დაიდებს.

NVU-ის ხელძღვანელობა, სრულად იზიარებს  ინტერის აკადემიის მიერ ახალგაზრდების აღზრდაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს, რომელიც თანაბრად ეყრდნობა და ეფუძნება მოზარდების სპორტულ, პიროვნულ და საგანმანთლებლო განვითარებას.

ამ პარტნიორობისა და თანამშრომლობის საფუძველზე, NVU-ის ხელმძღვანელობა მიზნად ისახავს საქართველოში იმ პოზიტიური გავლენის დამკვიდრებას, რომლის ხარჯზეც, მოზარდები გაითავისებენ ყველა იმ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ღირებულებას, რომელიც საფეხბურთო სამყაროს განუყოფელი ნაწილია.

საქართველოში, ინტერის აკადემია ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ინტერი ქართული საფეხბურთო ბაზრით ინტერესდება.

საქართველომ იტალიურმა გრანდის კემპს 2018 წლის ზაფხულში უმასპინძლა.

მაშინ კემპის ღირებულებას 275 ევროს შეადგენდა. 

105-მა ფეხბურთელმა ინტერის აკადემიის 5 მწვრთნელის ხელმძღვანელობით ივარჯიშა. 5-დან 15 წლამდე ფეხბურთელები იტალიური კლუბის აკადემიის სამწვრთნელო მეთოდიკას გაეცნენ, კემპის დასრულების შემდეგ კი ტურნირის ორგანიზატორებისგან ინტერის აკადემიის სერტიფიკატები მიიღეს.

ფოტომასალა: INTER Academy Camp Georgia

კემპის დასრულების შემდეგ, ინტერის აკადემიის იტალიელმა მწვრთნელებმა საუკეთესო  მოთამაშეები გამოავლინეს. საფეხბურთო კლუბ გაგრას აკადემიის ფეხბურთელი - ლუკა ლომთათიძე და საბურთალოს აკადემიის ფეხბურთელი - ბუბუ ღოღობერიძე. ფეხბურთელები მილანში 1 კვირით გაემგზავრნენ და ინტერის აკადემიაში, სხვადასხვა ქვეყნის რჩეულ მოზარდებთან ერთად, ივარჯიშეს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები