უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაბარების მსურველი 6 სპორტსმენია
Aa
Aa

უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაბარების მსურველი 6 სპორტსმენია

მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები - ოქროს მედლის მფლობელები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ტოკიო 2020-ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც.

ტოკიო 2020-ზე საქართველომ 2 ოქროს მედალი მოიპოვა. როგორც Interpressnews-ს სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა გურამ ძაგანიამ განუცხადა, ლაშა ტალახაძემ მწვრთნელთა ფაკულტეტზე ჩარიცხვის თხოვნით განათლების სამინისტროს, მთავრობის #460-ე დადგენილების საფუძველზე მიმართა, ხოლო განცხადებით არ მიუმართავს მეორე ოქროს მედალოსანს, ლაშა ბექაურს, რადგან ბექაური უკვე სტუდენტია.

ლაშა ტალახაძის გარდა, განათლების სამინისტროში სპორტის უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნა გაგზავნილი აქვს ტოკიოს ოლიმპიადის 5 პრიზიორსაც: იაკობ ქაჯაიას, ლაშა შავდათუაშვილს, გენო პეტრიაშვილს, ვაჟა მარგველაშვილსა და გურამ თუშიშვილსაც, თუმცა ვინაიდან, მთავრობის დადგენილება წელს მხოლოდ ოქროს მედლის პრიზიორებზე ვრცელდება, აღნიშნული სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ, მიმდინარე სასწავლო წლისთვის ვერ ჩაირიცხებიან.

სპორტის უნივერსიტეტის რექტორის განმარტებით, უნივერსიტეტმა განათლების სამინისტროს დანარჩენ 5 სპორტსმენთან დაკავშირებითაც მიმართა და პასუხს ელის.

მომზადებულია Interpressnews-ის მიხედვით

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები