სტერლინგი:
Aa
Aa

სტერლინგი: "მზად ვარ სხვა გუნდში გადავიდე, თუ მეტი სათამაშო პრაქტიკა მექნება"

„მანჩესტერ სიტის“ შემტევი რაჰიმ სტერლინგი თავისი მომავლის შესახებ საუბრობს და პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. ინგლისელი გუნდის შეცვლას არ გამორიცხავს.

„თუ, იქნება შესაძლებლობა, რომ სხვა გუნდში წავიდე, სადაც მეტი სათამაშო პრაქტიკა მექნება, ამის განსახილველად მზად ვარ. როგორც ვთქვი, ფეხბურთი ჩემთვის მთავარია. მიზნები ბავშვობიდანვე დავისახე, მაგრამ ასევე ოცნებებიც მქონდა.

როგორც ინგლისელი, მე მხოლოდ პრემიერ ლიგას ვიცნობ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს საზღვარგარეთ თამაში კარგი იქნებოდა. ვნახოთ როგორ გავუმკლავდები ასეთ გამოწვევას.

მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ჩივის. ჩემს საქმეში ჩაფლული ვარ, სწორ საქმეს ვაკეთებ და მინდა რეგულარულად ვითამაშო, გოლები გავიტანო“.

- ციტირებს სტერლინგის სიტყვებს The Independent-ი.

შეგახსენებთ, რომ რაჰიმ სტერლინგის გაფორმების სურვილს „ბარსელონა“ გამოთქვამს. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებს იჯარას პლუს გამოსყიდვის უფლება სურთ. თავად ფეხბურთელი ესპანეთში კარიერის გაგრძელებაზე თანახმაა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები