გრან სლემი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

გრან სლემი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

ხვალ და ზეგ პარიზი მორიგ გრან სლემს უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაცია საფრანგეთის დედაქალაქში 5 სპორტსმენით წარდგება. აღსანიშნავია, რომ ერთჯერადად, ვაჟა მარგველაშვილმა წონა შეიცვალა და პარიზში -66 კგ წონით კატეგორიაში არ იჭიდავებს და ძალებს 73 კილოში მოსინჯავს.

ტურნირის პირველ დღეს პარიზულ ტატამზე 2 ქართველი იასპარეზებს. თავის ახალ წონაში მარგველაშვილი კანადელ გაბრიელ ჟუტოს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი მომდევნო ეტაპზე საუდის არაბეთის ძიუდოისტ აბდულელა ალბალსა და ფრანგ გილერმე შენის შორის ძლიერს დაუპირისპირდება.

57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეს გამოტოვებს და მერვედფინალში მარვიტუსელ კრისტიანა ლეგენტილს შეხვდება. წარმატების შემთხვევაში მეოთხედფინალში ეთერის მეტოქე ებრაელი კარემ პრიმო ან ფრანგი ფაიზა მოკდარი იქნება.

81 კილოში ტატო გრიგალაშვილი მეტოქეს მერვედფინალში დაელოდება. პირველ წრეში მონღოლ მურენცენ ბატულგასა და ახალ ზელანდიელ ელიოტ კონოლის შორის გამარჯვებული გრიგალაშვილს მეორე წრეში შეხვდება.

90-ში კი პარიზის გრან სლემზე ლუკა მაისურაძე ასევე მერვედფინალიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე კი ბრაზილიელ მარსელო გომეშსა და რუს დავიდ ოგანისიანს შორის გამარჯვებული იქნება.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე ძალებს მერვედფინალიდან მოსინჯავს. მისი მეტოქე კუვეიტელ ჰამად ალრაშედისა და საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ხამზატ საპარბაევის დაპირისპირებაში გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი პარიზის გრან სლემი COVID-19 პანდემიის გამო გაუქმდა. 2019 წლის ტურნირზე კი ჩვენმა დელეგაციამ სამი მედალი მოიპოვა. გრან სლემის გამარჯვებული ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. ვერცხლის პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა შავდათუაშვილი დასჯერდა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები