ქუჩაში გატარებული ღამე - ფეხბურთის ფედერაციამ ფული დაზოგა
Aa
Aa

ქუჩაში გატარებული ღამე - ფეხბურთის ფედერაციამ ფული დაზოგა

20 წლამდე გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები მიმდინარეობს, რომელიც 2023 წელს უნდა ჩატარდეს.

ყველა ნაკრები თავისებურად ემზადება, მაგრამ გამოსარჩევია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის 20 წლამდელთა გოგონათა გუნდი, რომელიც სასტუმროდან გამოაძევეს.

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა და დელეგაციის წარმომადგენლებმა ღამე ქუჩაში გაატარეს. მიზეზად კი ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ფულის დაზოგვა დასახელდა და მათ სასტუმროს თანხა არ გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში გოგონებმა ბაზასთან ახლოს ქუჩაში ივარჯიშეს. მიზეზი მაშინაც იგივე იყო.

კონგოს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა კამერუნთან ანგარიშით 5:0 წააგეს და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშნენ. 

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები