„მესისთვის ოქროს ბურთის გადაცემით დავიღალე
Aa
Aa

„მესისთვის ოქროს ბურთის გადაცემით დავიღალე" - ევრას რჩეულები ჟორჟინიო და კანტე არიან

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ „ოქროს ბურთის“ ნომინანტების შესახებ ისაუბრა. ფრანგმა უკანახაზელმა განაცხადა, რომ პრესტიჟული ჯილდო ლიონელ მესიმ არ უნდა მიიღოს და უსამართლობა იქნება თუ ასე მოხდება.

„ჩემი აზრით, წლევანდელი ოქროს ბურთი ნგოლო კანტემ ან ჟორჟინიომ უნდა მოიგონ და ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ. არ ვიცი, ხალხი რატომ ამბობს, რომ ისინი მხოლოდ ნახევარმცველები არიან. ჟორჟინიომ ყველაფერი მოიგო და საკუთარი გუნდების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

სიმართლე გითხრათ, დავიღალე ოქროს ბურთის მესისთვის გადაცემით. გასულ სეზონში მესიმ რა მოიგო? კარგი, კოპა ამერიკის ჩემპიონი გახდა, მაგრამ ბარსელონასთან ერთად რა გააკეთა? გასულ სეზონში, ტიტულები ჟორჟინიომაც მოიგო და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ უსამართლობა იქნება მას ოქროს ბურთს თუ არ გადასცემენ“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, France Football-მა „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი დაასახელა და გამოცემის რჩეულთა შორის რიად მაჰრეზი (სიტი), ნგოლო კანტე (ჩელსი), ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), მეისონ მაუნტი (ჩელსი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), კარიმ ბენზემა (რეალი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ლიონელ მესი (პსჟ), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), პედრი (ბარსელონა), ლუკა მოდრიჩი (რეალი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), კევინ დე ბრუინი (სიტი), ნეიმარი (პსჟ), რუბენ დიაში (სიტი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), სიმონ კიაერი (მილანი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ჟორჟინიო (ჩელსი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), სეზარ ასპილიკუეტა (ჩელსი), რომელუ ლუკაკუ (ჩელსი), კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი), ხერარდ მორენო (ვილიარეალი), ფილ ფოდენი (სიტი), კილიან მბაპე (პსჟ) და ლუის სუარესი (ატლეტიკო) მოხვდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები