ბასილაშვილმა ციციპასთან მოპოვებული გამარჯვება შვილს მიუძღვნა
Aa
Aa

ბასილაშვილმა ციციპასთან მოპოვებული გამარჯვება შვილს მიუძღვნა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტეფანოს ციციპასთან მოპოვებული გამარჯვება თავის შვილს, ლუკას ბასილაშვილს მიუძღვნა. ბერძენთან გადატანილი საოცარი ბრძოლის შემდეგ, ნიკა კამერასთან მივიდა და საკუთარი ხელმოწერის ნაცვლად შვილის სახელი, ლუკასი ქართულად დაწერა და გული მიუხატა.

შეგახსენებთ, რომ „ბასილამ“ მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი სამ სეტში 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და ისტორია დაწერა. ნიკოლოზი „ინდიან უელსის მასტერსის“ ნახევარფინალში გავიდა, რაც ამ დონის ტურნირებზე მისი საუკეთესო შედეგია.

ნიკამ ტოპ 10-ის წარმომადგენელი ჩოგბურთელი კარიერაში მეექვსედ დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ძალიან მალე გაირკვევა და ბასილაშვილი ფრიცსა და ზვერევს შორის საუკეთესოს შეხვდება.

ცნობისთვის, ტურნირის საპრიზო ფონდი 9 146 125 დოლარს შეადგენს და ქართველი ჩოგბურთელი წარმატებასთან ძალიან ახლოსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები