პარიზის გრან სლემი: ვაჟა მარგველაშვილი ტურნირს გამოეთიშა
Aa
Aa

პარიზის გრან სლემი: ვაჟა მარგველაშვილი ტურნირს გამოეთიშა

პარიზში მიმდინარე გრან სლემზე დღეს საქართველოს სახელით ეთერ ლიპარტელიანსა და ვაჟა მარგველაშვილს უნდა ეასპარეზათ, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა შეჯიბრში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით (რომელიც ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა), მარგველაშვილი პარიზში გამგზავრებამდე აიცრა, რის შემდეგაც თავი შეუძლოდ იგრძნო და გრან სლემზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილს პარიზში ერთჯერადად 66 კგ (თავისი წონა) კატეგორიის ნაცვლად მონაწილეობა 73 კგ-ში უნდა მიეღო.

აქვე გეტყვით, რომ დღეს 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეს გამოტოვებს და მერვედფინალში მარვიტუსელ კრისტიანა ლეგენტილს შეხვდება. წარმატების შემთხვევაში მეოთხედფინალში ეთერის მეტოქე ებრაელი კარემ პრიმო ან ფრანგი ფაიზა მოკდარი იქნება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები