აჭარული დერბი - აზაროვის საოცარი გოლი და ბათუმის მნიშვნელოვანი გამარჯვება
Aa
Aa

აჭარული დერბი - აზაროვის საოცარი გოლი და ბათუმის მნიშვნელოვანი გამარჯვება

Crystalbet ეროვნული ლიგის 29-ე ტურში აჭარული დერბი გაიმართა. ქობულეთის „შუქურამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. გია გეგუჩაძის გუნდმა მძიმე ბრძოლაში 2:0 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მასპინძლები თავს კარგად იცავდნენ, თუმცა 65-ე წუთზე ირაკლი აზაროვმა კიდევ ერთი საგოლე პასი შეასრულა და გაფრინდაშვილს გაატანინა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში „შუქურას“ დაცვა მთლიანად ჩავარდა.

მასპინძლები წაგებას არ ეგუებოდნენ და გოლის გატანას ცდილობდნენ. მატჩის მიწურულს, ბათუმელები გაშვებულ გოლს ლაზარე კუპატაძემ გადაარჩინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, აზაროვმა საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.

დავით ზურაბიანის დებიუტი

83-ე წუთზე, დინამო „ბათუმის რიგებში, თავდამსხმელის, დავით ზურაბიანის დებიუტი შედგა. ზურაბიანმა ჯოვინო შეცვალა. 19 წლის ზურაბიანი აჭარულ გუნდს მიმდინარე წლის ივლისში, „დინამო“ თბილისიდან შეუერთდა.

სატურნირო ცხრილი და მომავალი ტური

29 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამოს“ 63 ქულა აქვს და მოქმედ ჩემპიონს თბილისის „დინამოს“ 10 ქულით უსწრებს, თუმცა კახა ცხადაძის გუნდს 1 მატჩი რეზერვში აქვს. მომავალ ტურში ბათუმელები თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებენ. შეხვედრა 20 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:30-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები