კლოპი: ''ამ მომენტში სალაჰი რონალდუსა და მესიზე უკეთესია''
Aa
Aa

კლოპი: ''ამ მომენტში სალაჰი რონალდუსა და მესიზე უკეთესია''

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში კლაუდიო რანიერის ''უოტფორდი'' შინ ''ლივერპულთან'' 0:5 განადგურდა. ''მერსისაიდელების'' მხრიდან სადიო მანემ და რობერტო ფირმინომ 2-2 გოლი გაიტანეს, ხოლო 1 გოლი მო სალაჰის ანგარიშზეა. 29 წლის აფრიკელმა ბრწყინვალე გოლით გაახარა ქომაგები.

ეგვიპტელმა გოლის გატანა საგოლე პასი შეასრულა, როცა მე-9 წუთზე მანემ ანგარიში გახსნა.

მატჩის შემდეგ ''ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა BT Sport-თან სალაჰის შესახებ ისაუბრა.

''მოდი, შევხედოთ, ვინ არის ამ მომენტში მასზე უკეთესი? ჩვენ არ ვსაუბრობთ, რაც რონალდუმ და მესიმ გააკეთეს მსოფლიო ფეხბურთისთვის ან რამდენად დიდი ხანი გრძელდება მათი დომინაცია ფეხბურთში, ვსაუბრობ მოთამაშეთა ამჟამინდელ ფორმაზე.

ვფიქრობ, ამ მომენტში აშკარაა, რომ დღეს მასზე უკეთესი არავინაა. არ ვგულისხმობ მხოლოდ დღევანდელ დღეს, ბოლო პერიოდზე ვსაუბრობ. ის საკმარისად ახალგაზრდაა იმისთვის, რომ ეს სათამაშო ფორმა კიდევ გარკვეული პერიოდით შეინარჩუნოს''.

პრემიერ ლიგის საწყის 8 ტურში ''ლივერპულმა'' 18 ქულა მოაგროვა და მეორეადგილოსან ''ჩელსის'' 2 ქულით უსწრებს, რომელსაც 7 მატჩი აქვს ჩატარებული და მე-8 ტურის შეხვედრას ''ბრენტფორდთან'' გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები