Aa
Aa

"ერთ ქულასაც არ ვიმსახურებდით" - სულშერი ლესტერთან მარცხის შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლესტერს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:4 დამარცხდა. „წითელმა ეშმაკებმა“ ქულები ზედიზედ მესამე მატჩში დაკარგეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოლე გუნარ სულშერმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა სულშერმა?

„გოლები, რომლებიც გავუშვით ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო. ის სტილი, თუ როგორ გავუშვით უკმაყოფილების საბაბს მაძლევს. მეორე სართულზე ბრძოლაში ცუდად გამოვიყურებოდით. დავიდ დე ხეამ რამდენჯერმე გვიშველა, თუმცა ის ყველაფერს ვერ აიღებს.

მაგუაერის თამაში ჩემი გადაწყვეტილება იყო. მან რეაბილიტაციისთვის ბევრი იმუშავა და სათამაშოდ მზად იყო. ჰარი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ერთ ქულასაც არ ვიმსახურებდით. ნახევარდაცვა სუსტი იყო და ჩვენს წინააღმდეგ თამაში მარტივი გამოდგა. დღეს არაფერი გამოგვივიდა.

ახლა ყველა ქულას მნიშვნელობა აქვს. პრემიერ ლიგაში ადვილი თამაშები არ არსებობს. მითუმეტეს „ლესტერთან“ სტუმრად.. არც „ატალანტასთან“ მატჩი იქნება ადვილი, თუმცა ჩემს თავს სარკეში ვხედავ და წარმატებისთვის ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ მარცხის შემდეგ „წითელ ეშმაკებს“ 14 ქულა აქვთ და მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან. ცნობისთვის, ჯერჯერობით თავიანთი მატჩები „ევერტონს“ და „ტოტენჰემს“ არ გაუმართავთ. იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი გუნდები გაიმარჯვებენ, „იუნაიტედი“ სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო გაირთულებს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები