ზივზივაძე ლამაზი გოლით დაბრუნდა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა
Aa
Aa

ზივზივაძე ლამაზი გოლით დაბრუნდა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა

უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურში ''მოლ ფეჰერვარმა'' შინ ''ჰონვედი'' 2:1 დაამარცხა. ანგარიში 25-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, მასპინძელთა ფორვარდმა სწრაფი კონტრშეტევა მეტოქის მცველის მოტყუებითა და კარისკენ ლამაზი დარტყმით დაასრულა.

27 წლის ზივზივაძე კორონავირუსით ინფიცირებული იყო და მოედანზე დაბრუნების შემდეგ სასტარტოში პირველად ''ჰონვედთან'' ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატის მე-5 მატჩში მეორე გოლი შეაგდო. 

პირველი ტაიმი ''მოლ ფეჰერვარმა'' ზივზივაძის გოლით მოიგო, საბოლოოდ კი შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ''მოლ ფეჰერვარი'' 14 ქულით მე-4 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები