ნიკოლოზ ბასილაშვილი: „საუკეთესო ფორმაში ვარ და კარგი ჩოგბურთის ჩვენება შემიძლია
Aa
Aa

ნიკოლოზ ბასილაშვილი: „საუკეთესო ფორმაში ვარ და კარგი ჩოგბურთის ჩვენება შემიძლია"

ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელ ტეილორ ფრიტცს ორ სეტში - 7-6 (7-5), 6-3 მოუგო, იქამდე კი, მეოთხედფინალურ ეტაპზე, მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერს, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და 3 სეტში გაიმარჯვა (6-4, 2-6, 6-4).

ბასილაშვილმა ტოპ 10-ის ჩოგბურთელი კარიერაში მეექვსედ დაამარცხა, ხოლო მასტერსის ფინალში პირველად ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი (ATP.26) იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი v სტეფანოს ციციპასი

ტეილორ ფრიტცი v ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი

 მასტერსის ფინალში კარიერაში პირველად ვითამაშებ, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. განსაკუთრებით, ინდიან უელსი, რომელსაც ხშირად დიდი სლემის მეხუთე ტურნირად მოიხსენიებენ.

ასეთ მაღალ დონეს დაძაბულობის განცდა ახლავს, თუმცა ვცდილობდი, რომ ეს განცდა მომეხსნა და კონცენტრაცია თამაშისკენ მიმემართა.

ამდენი ბარიერის გავლა და ფინალში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე, საუკეთესო ფორმაში ვარ და მჯერა, რომ კარგი ჩოგბურთის ჩვენება შემიძლია.

ამ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 36-ე პოზიციას იკავებს, თუმცა ტურნირის დასრულების შემდეგ, მიღწევის გათვალისწინებით, ქართველი ჩოგბურთელის სარეიტინგო ადგილი მკვეთრად გაუმჯობესდება.

ATP-ის ცოცხალ რეიტინგში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართველმა ჩოგბურთელმა ერთდროულად 9 ადგილი მოიგო და ამ მაჩვენებლით 27-ე (2 066) პოზიციას იკავებს. LIVE რეიტინგი ბასილაშვილისთვის სასიკეთოდ იმ შემთხვევაში კვლავ შეიცვლება, თუ ნიკოლოზი ინდიან უელსის მასტერსზე საუკეთესო შედეგს აჩვენებს.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის პირადი რეკორდს მე-16 პოზიცია წარმოადგენს, რომელსაც 2019 წლის მაისში მიაღწია.

ქართულ-ბრიტანული ფინალი 18 ოქტომბერს შედგება და გვიან ღამით, თბილისის დროით 03:00 საათიდან დაიწყება.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები