პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ | 19-წლამდე ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს
Aa
Aa

პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ | 19-წლამდე ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 10 ნოემბერს პორტუგალიაში გაემგზავრება და საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს. ვასილ მაისურაძის გუნდი დანიის და მასპინძელი პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდება.

მატჩები 11-14 ნოემბერს, პორტუგალიის ქალაქი პორტუში შედგება.

შეხვედრების განრიგი და სხვა დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

მეტოქე გუნდები

პორტუგალიის ასაკობრივი გუნდი 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ბოლო სამი გათამაშების ფინალისტია - 2017 და 2019 წლებში პორტუგალიელები ფინალში დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს იტალიასთან გამარჯვების შემდეგ ჩემპიონობის მოპოვება შეძლეს.


დანიელმა 19-წლამდელებმა 6-12 ოქტომბერს გამართული საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, საქართველოს მსგავსად, პირველი ადგილით დაასრულეს.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები საერთაშორისო ტურნირს კარგი განწყობით ხვდება - ჩვენმა გუნდმა 6-12 ოქტომბერს, ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა.

19-წლამდე ნაკრებს ელიტ-რაუნდის შეხვედრები 2022 წლის გაზაფხულზე ელის, ხოლო უშალოდ ევროპის 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის ზაფხულში, სლოვაკეთში შედგება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები