ლაპორტა:
Aa
Aa

ლაპორტა: "კლუბში ისტორიაში ყველაზე მძიმე ფინანსური მდგომარეობაა"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კლუბში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე საბოლოო შეფასება გააკეთა და პრესას ციფრები წარუდგინა.

„დღეს ჩვენ 2020-21 წლების ფინანსურ აუდიტს ვხურავთ. რიცხვი კარგად ნამდვილად არ გამოიყურება. ვიტყოდი, რომ ეს ბარსელონას ისტორიაში ყველაზე ცუდი ფინანსური მდგომარეობაა. ვალი 1.35 მილიარდ ევროს შეადგენს. ნულოვანი ფულადი სახსრები - როცა ჩვენ კლუბში მოვედით, ხელფასებსაც კი ვერ ვიხდიდით.

ეს არის ის, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ. ამის შედეგები შეფასდება აუდიტის მიერ. თქვენ აქ ხართ შეკრებილი წინა ხელმძღვანელობის მართვის სერიოზული შედეგების გამო.

იმის ნაცვლად, რომ გვეწუწუნა იმაზე, რაც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ, ჩვენ ვაიძულეთ თავი გვემუშავა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენი საბჭო დაუღალავად მუშაობს კლუბის ინსტიტუციონალური ხვრელიდან ამოყვანაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ სიტუაციის გამოსწორება ერთ დღეში შეუძლებელია.

რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო მოლაპარაკება და გარიგება საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-თან, რომელიც უზრუნველყოფდა დაბალ საპროცენტო განაკვეთებს მოკლევადიანი ვალდებულებების დასაფარად.

ჩვენ გადავხედეთ სპორტის კონტრაქტებს პირველ გუნდთან, შევამცირეთ სახელფასო ფონდი, რომელიც ბაზარზე ყველაზე მაღალი იყო - 30-50%-ით მეტი, ვიდრე ჩვენი კონკურენტები. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ”.

- თქვა ლაპორტამ.

კლუბმა დაანონსა, რომ ისინი სატრანსფერო ბაზარზე 2022 წლის ზაფხულში დაბრუნდებოდნენ, თუმცა ნაწილობრივ შეზღუდულად იმოქმედებდნენ. სრულად კი მათი დაბრუნება 2023 წლისთვის იგეგმება. ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა „ბარსამ“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას იაქტიუროს და რამდენიმე მოთამაშე დაიმატოს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბს ვინმე დატოვებს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები