Aa
Aa

"დიდებული რომა ვიხილე" - მოურინიო იუვესთან მარცხის შემდეგ

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. ტურინის „იუვენტუსმა“ „რომას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. „ბებერმა ქალბატონმა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მოურინიომ?

„ერთი რამის თქმა შემიძლია. დღეს მე დიდებული „რომა“ ვიხილე. სწორედ ეს ვუთხარი ჩემს ფეხბურთელებს გასახდელში. რა თქმა უნდა, წაგება და ნული ქულა ცუდია, მაგრამ დღეს ჩემი გუნდი დიდებული იყო. მე დავინახე გამბედაობა, თავდაჯერებულობა და რწმენა. ცხადია, დამარცხება ყოველთვის იქნება დამარცხება, მაგრამ თუ პროექტს გადავხედავთ, დაინახავთ, რომ ვიზრდებით ვვითარდებით.

პენალტის ეპიზოდზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან ჯერ მომენტი ნორმალურად არ მინახავს. არ ვიცი იყო თუ არა ხელი.. ყველა ის სიტყვა, რომლებიც იუვეს ფეხბურთელებმა გასახდელში თქვეს, იმედი მაქვს ამას საჯაროდაც იტყვიან. მათ კარგად იციან, თუ როგორ გაუჭირდათ დღეს ჩვენთან. რამდენიმე წლის წინ, ამ სტადიონზე ცუდი თამაშით მოვიგე. დღეს კი კარგი თამაშის შემდეგ წავაგე.“

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

ამ მარცხის შემდეგ  „ჯალოროსი“ 15 ქულით მე-4 ადგილზეა. მომავალ ტურში მოურინიოს შეგირდები „ნაპოლის“ უმასპინძლებენ. შეხვედრა 24 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები