9 საფეხურით წინ - ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
Aa
Aa

9 საფეხურით წინ - ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

ინდიან უელსის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთის ისტორია დაწერა. "ბასილა" გახდა პირველი ქართველი, რომელმაც მონაწილეობა მასტერსის ფინალში მიიღო.

ნიკოლოზი ფინალურ შეხვედრაში ბრიტანელ კამერონ ნორისთან სამ სეტში 6:3 4:6 1:6 დამარცხდა.

წარმატებული ტურნირის შემდეგ ნიკა ATP-ის განახლებულ რეიტინგში 9 საფეხურით დაწინაურდა და 2,066 ქულით მსოფლიოს 27-ე ჩოგანი გახდა. ასევე, მან 600 სარეიტინგო ქულა და 640 ათასი დოლარი გამოიმუშავა

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის პირადი რეკორდს მე-16 პოზიცია წარმოადგენს, რომელსაც 2019 წლის მაისში მიაღწია.

შეგახსენებთ,რ ომ ინდიან უელსის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერს, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და 3 სეტში გაიმარჯვა (6-4, 2-6, 6-4).ნიკოლოზმა ტოპ 10-ის ჩოგბურთელი კარიერაში მეექვსედ დაამარცხა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები