რაგბი | საქართველოსა და ფიჯის შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე შედგება
Aa
Aa

რაგბი | საქართველოსა და ფიჯის შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე შედგება

ბოლო ინფორმაციით, ბორჯღალოსნებს ნოემბერში 2 მატჩი ჰქონდათ დაგეგმილი - 14 ნოემბერს, საფრანგეთს ბორდოში შეხვდებიან, ხოლო 20 ნოემბერს - ფიჯის.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფიჯისთან მატჩს საქართველოს უნდა ემასპინძლა, თუმცა მსოფლიო რაგბიმ დაადასტურა, აღნიშნული დაპირისპირება ნეიტრალურ სტადიონზე შედგება.

მსოფლიო რაგბის ინფორმაციით, საქართველო-ფიჯის შეხვედრას ესპანეთი, კონკრეტულად კი პატარა ქალაქი არანხუესი უმასპინძლებს.

ეს ნაკრებები აქამდე, სხვადასხვა დროს ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, მეტოქემ 3 შემთხვევაში გაიმარჯვა, ხოლო ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა - მხოლოდ ერთხელ.

შეგახსენებთ, რომ გაუქმდა შეხვედრა სამოას წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო დაგეგმილი. მიზეზი ის რეგულაციებია, რომელიც ქვეყანაში ამოქმედდა - ახალი წესების მიხედვით, სამოას ნაკრები ქვეყანას ვერ დატოვებს. შესაბამისად, გაუქმებულია სამოას ყველა შეხვედრა.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები