აზარტულ თამაშებში თაღლითურად გაერია - ტანგანგა პოლიციამ დააკავა
Aa
Aa

აზარტულ თამაშებში თაღლითურად გაერია - ტანგანგა პოლიციამ დააკავა

ინგლისურ საფეხბურთო სამყაროში სკანდალია. „ტოტენჰემის“ ახალგაზრდა მცველი იაპეტ ტანგანგა პოლიციამ დააკავა. ამის მიზეზი აზარტულ თამაშებში ნებისმიერი სახის მონაწილეობაა.

ინგლისში, კოეფიციენტს იმაზეც იღებენ, თუ ვინ იქნება ამა თუ იმ გუნდის ძირითად შემადგენლობაში. გასულ უიქენდზე, „ტოტენჰემი“ „ნიუკასლს“ ესტუმრა და 3:2 დაამარცხა. ცნობილი გახდა, რომ ტანგანგამ თავის მეგობარს გაუგზავნა სურათი, რომელშიც „დეზების“ ძირითადი თერთმეტეული ეწერა.

არავინ იცის, მაგრამ ხსენებული სურათი პოლიციას ჩაუვარდა ხელში და სადამსჯელო ღონისძიებაც გატარდა. ცენტრალური მცველი დაკავებულია და ჯერჯერობით არავინ იცის რა სასჯელი ემუქრება. კომენტარი არც კლუბის წარმომადგენლებს გაუკეთებიათ.

ტანგანგა „ტოტენჰემში“

22 წლის უკანახაზელი ლონდონური კლუბის აღზრდილი გახლავთ. მთავარ გუნდში კი 2019 წლიდან გამოდის. 2019 წლიდან დღემდე, ტანგანგამ „ტოტენჰემის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 31-ჯერ მოირგო.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები