Aa
Aa

"შეცდომები გავიაზრე" - სულშერი ატალანტასთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს. ინგლისური გრანდი ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაშია და გამარჯვება საკმაოდ უჭირს. მატჩის წინ, „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა სულშერმა?

„აბსოლუტურად ყველა გუნდი გადის რთულ პერიოდში. ჩვენ ახლა სწორედ ასეთ მომენტში ვართ და ეს კარგად ვიცით. რას გავაკეთე „ლესტერთან“ მარცხის შემდეგ? როგორც ყოველთვის, დაშვებული შეცდომები გავიაზრე და გაუმჯობესებას შევეცადე. „ატალანტა“ სწრაფი გუნდია და ეს პრობლემაა. ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში 6 მატჩია. თუ სამ საშინაო თამაშს მოიგებ, დიდი ალბათობით შემდეგ ეტაპზე გახვალ.

„ატალანტას“ თამაშით აღფრთოვანებული ვარ. გასპერინის კარგი გუნდი და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. გასპერინი განათლებული და ძლიერი მწვრთნელია. ბერგამოელებისგან დიალო წამოვიყვანეთ. „ატალანტას“ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი. მათ ბრწყინვალე შემტევი სათამაშო სტილი აქვთ და ეს გულშემატკივრებს ძალიან უყვართ.“

სატურნირო მდგომარეობა

ბერგამოული კლუბი F ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“, 3 ქულით მესამე პოზიციაზეა. მეორე ადგილს „იანგ ბოიზი“ 3 ქულით იკავებს, თუმცა სულშერის გუნდის დამარცხების გამო მეორე ადგილზე სწორედ შვეიცარიელები არიან. მეოთხე პოზიციაზე კი „ვილიარეალი“ 1 ქულით მოგვევლინა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ატალანტას“ მატჩი 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები