ფრე ბათუმში - ჯიღაურმა თბილისის დინამოს ისევ გაუტანა
Aa
Aa

ფრე ბათუმში - ჯიღაურმა თბილისის დინამოს ისევ გაუტანა

Crystalbet ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გია გეგუჩაძის გუნდმა საჩემპიონო გზას კვლავ წარმატებით აგრძელებს.

მოქმედმა ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო და ხარაბაძის გამოზომილი პასის შემდეგ ოსეი ბარნსმა ანგარიში გახსნა. ეს ყველაფერი მატჩის მე-10 წუთზე მოხდა. ბათუმელები, რა თქმა უნდა, შეგუებას არ აპირებდნენ და ზეწოლა გააძლიერეს.

მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, დასარტყმელ პოზიციაზე ჯაბა ჯიღაური დარჩა, რომელმაც შორეული გასროლით თბილისელთა კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა.

მეორე ნახევარში გუნდები შედარებით მოდუნდნენ და გულშემატკივრებმა ბევრი მომენტი ვერ იხილეს. შეხვედრა საბოლოოდ ფრედ 1:1 დასრულდა.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

ამ მატჩის შემდეგ, ბათუმსა და საქართველოს მოქმედ ჩემპიონს შორის სხვაობა კვლავ 7-ქულიანია. გეგუჩაძის გუნდი პირველ ადგილს 64 ქულით იკავებს, თბილისური კლუბი 57 ქულით მეორე ადგილზეა.

აჭარელები მომავალ ტურში „სამტრედიას“ ესტუმრებიან, ხოლო თბილისის „დინამო“ „საბურთალოს“ ესტუმრება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები