4:0 - გორის დილამ ლოკომოტივი არ დაინდო
Aa
Aa

4:0 - გორის დილამ ლოკომოტივი არ დაინდო

Crystalbet ეროვნული ლიგის 30-ე ტურში „ლოკომოტივმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და უშანსოდ 0:4 დამარცხდა. გორელებმა მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

მატჩი აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს და მე-11 წუთზე ანგარიში ბიძინაშვილმა გახსნა. ზუსტად ორ წუთში ბრაზილიელმა ლეგიონერმა ალეფმა სხვაობა ორამდე გაზარდა და „ლოკომოტივს“ ცივი შხაპი გადაასხა.

რა თქმა უნდა, მასპინძლები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა გორელები იდეალურად თამაშობდნენ და მეტოქეს ადვილად უმკლავდებოდნენ. მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა. 54-ე წუთზე კაპანაძემ სხვაობა სამამდე გაზარდა, ხოლო 70-ე წუთზე კაპანაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა და თავი ღუდუშაურმა გამოიჩინა.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

ამ გამარჯვების შემდეგ, გორულ კლუბს 50 ქულა დაუგროვდა და მეოთხე ადგილზე იმყოფება. მომავალ ტურში „დილა“ „საბურთალოს“ ესტუმრება. რაც შეეხება „ლოკომოტივს“, თბილისელები 44 ქულით მეექვსე ადგილზე არიან. მომავალ ტურში კი სტუმრად „შუქურას“ დაუპირისპირდებიან.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები