კუმანი:
Aa
Aa

კუმანი: "გაბრაზებული ქომაგების მესმის, მეტი უნდა გაგვეტანა"

ჩემპიონთა ლიგაზე კიევის „დინამოსთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და განვლილი მატჩი შეაფასა.

„შესვენების შემდეგ ჩვენ სამი აშკარა საგოლე მომენტი გვქონდა. ასე ხშირად არ შეიძლება, რომ მეტოქეს აპატიო. დღეს ჩვენ ძალიან გავრისკეთ. საბედნიეროდ დაცვაში კარგად ვითამაშეთ.

აუცილებელი იყო, რომ ყველა შეკითხვა მოგვეხსნა, მით უმეტეს, რომ მეტოქეზე ერთი თავით მაღლა ვიდექით. შეხვედრის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ ანგარიში 2:0 ან 3:0 უნდა ყოფილიყო.

იმ ადამიანების მესმის, რომლებიც სახლში გაბრაზებულები მიდიან. მათ ვეთანხმები, ბარსელონამ ასეთ თამაშში ამდენი მომენტი შექმნა და მეტი უნდა გაგვეტანა.

ფატის ჯერ კიდევ რაღაც აკლია, მაგრამ ეს ნორმალურია. თქვენ არ შეგიძლიათ, რომ მას მოსთხოვო ყველაფერი მოგვცეს, რაც გვაკლია და არსებული ხარვეზები შეავსოს, რომლებიც მესის წასვლით გაჩნდა.

ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა გვმართებს. სასწაულებს არ უნდა ველოდოთ. ფატის მუშაობა სჭირდება, რათა სრულად დაბრუნდეს. ის ჯერ მხოლოდ 19 წლის არის.

შეგვიძლია, თუ არა ელ კლასიკოში გამარჯვება? დიახ, რატომაც არა“.

პარალელურად „ბაიერნმა“ „ბენფიკას“ ლისაბონში 4:0 მოუგო, რაც „ბარსელონას“ მეორე ადგილის დაკავების შანსებს ზრდის. თუ „რეკორდმაისტერი“ მე-4 ტურში პორტუგალიელებს კვლავ მოუგებს და კუმანის გუნდიც კიევის „დინამოს“ დაამარცხებს, კატალონიელები საპლეიოფო ზონაში შევლენ და ბოლო 2 ტურში მხოლოდ თავიანთ თავზე იქნებიან დამოკიდებულნი.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები