ზედიზედ მეოთხედ - ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია
საბერძნეთში მიმდინარე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა კურტანიძემ ზედიზედ მეოთხედ ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა ფინალურ შეხვედრაში ირანელ ალი აბდულა გასემი საბურს 4:0 აჯობა. მსოფლიო ჭიდაობის ქართველმა ლეგენდამ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალის გზაზე რუსი რუსლან ასუევი და ლატვიელი იგორს სამუსონოკსი დაამარცხა.
საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია. ლუკა კურტანიძის გარდა მსოფლიო ჩემპიონი სურამელი ამირან წიქვაძე (70 კგ.) გახდა. მალხაზ როზომაშვილი (78 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო გივი სიხარულიძე და შანშე ტლაშაძე (62 კგ) ბრინჯაოს.
გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი